„ბარსელონა“ ნიკო შლოტერბეკით ინტერესდება #1TVSPORT

06:59, 08.10.2025

გამოცემა Diario SPORT-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე იწყებს ზრუნვას.

ამ მიმართულებით კატალონური კლუბის პრიორიტეტულ სამიზნედ სახელდება „დორტმუნდისა“ და გერმანიის ნაკრების უკანახაზელი ნიკო შლოტერბეკი.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ შლოტერბეკმა პირადი ინტერესი გამოხატა აღნიშნული სავარაუდო ტრანსფერის მიმართ. გამორიცხული არ არის, რომ „ბარსელონა“ უკვე 2026 წლის იანვარში შეეცდება ამ გარიგების გაფორმებას.

მსგავსი