„ბარსელონა“ კლუბების TOP 5-ში შევიდა მსოფლიო ჩემპიონების რაოდენობით, ლიდერი „იუვენტუსია“ #1TVSPORT
„ბარსელონა“ მეოთხე ადგილზე გადავიდა კლუბებს შორის, რომლებსაც ისტორიაში საკუთარ შემადგენლობაში ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონი ჰყოლიათ.
წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების რიგებში „ბარსელონას“ რვა ფეხბურთელი იყო. ახლა, კატალონური კლუბის ისტორიაში 20 ისეთი ფეხბურთელია, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული.
ამ რეიტინგში ლიდერობას „იუვენტუსი“ ინარჩუნებს – მას მსოფლიოს 28 ჩემპიონი ჰყავს. ტოპხუთეულში ასევე შედიან – „ბაიერნი“ (23), „ინტერი“ (22) და „რომა“ (18). მადრიდის „რეალს“ მერვე ადგილი უკავია 13 ჩემპიონით.