“ბარსელონა“ იანვარში ფეხბურთელებს ხელფასს ვერ გადაუხდის
BUDAPEST, HUNGARY - DECEMBER 02: Antoine Griezmann of Barcelona celebrates with team mates after scoring their sides first goal during the UEFA Champions League Group G stage match between Ferencvaros Budapest and FC Barcelona at Psukas Arena on December 02, 2020 in Budapest, Hungary. Sporting stadiums around Hungary remain under strict restrictions due to the Coronavirus Pandemic as Government social distancing laws prohibit fans inside venues resulting in games being played behind closed doors. (Photo by Laszlo Szirtesi/Getty Images)
რამდენიმე დღის წინ, „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირების თაობაზე. ამით კლუბი 122 მილიონ ევროს დაზოგავს.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა კარლოს ტუსკეტსმა განაცხადა, რომ მოთამაშეები იანვარში ხელფასს არ მიიღებენ.
„ახალ პრეზიდენტს შეეძლება ამის შეცვლა. დღეს ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, რომ არ შეგვიძლია გადავიხადოთ თანხა იანვარში. ისინი შეძლებენ უპრობლემოდ ამაში გარკვევას. ჩვენ კონსულტანტური ორგანო ვართ და გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება არ გაგვაჩნია. არ ვიყავი გახარებული ვალისა და სახელფასო ბიუჯეტის გაზრდით, მაგრამ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა კორონავირუსის გამოჩენას. ეს სიტუაცია გვაღელვებს, მაგრამ იმედი გვრჩება. მოთამაშეები არ მიიღებენ ხელფასს იანვარში. ის გადაიდო იმავე წესით, როგორც სხვა გადადები. მაგალითად, ბონუსები ტურნირებზე გამარჯვებებისთვის“, – განაცხადა ტუსკეტსმა.