„ბარსელონა“ ძალიან არის დაინტერესებული 2026 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის გაფორმებით, – ამის შესახებ წერს გამოცემა El Nacional.
წყაროს ცნობით, „ბარსელონა“ მზადაა ინგლისურ კლუბს ნორვეგიელი ფორვარდის სანაცვლოდ შესთავაზოს შემტევი ნახევარმცველი დანი ოლმო, აგრეთვე ფულადი კომპენსაცია. აღნიშნავენ, რომ ოლმო დიდი ხანია აინტერესებს „სიტის“ მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას.
ოლმოს კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2030 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს. ჰალანდი 2034 წლი ზაფხულამდეა დაკავშირებული „სიტისთან“. მისი სატრანსფერო ღირებულებაა 180 მილიონი.