„ბარსელონა“ და „ბოკა ხუნიორსი“ მარადონას ხსოვნის მატჩს ჩაატარებენ #1TVSPORT
„ბარსელონა“ და „ბოკა ხუნიორსი“ მარადონას ხსოვნის მატჩს ჩაატარებენ #1TVSPORT

ესპანურმა „ბარსელონამ“ და არგენტინულმა „ბოკა ხუნიორსმა“ მოილაპარაკეს დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი მატჩის ჩატარებაზე.

იგეგმება, რომ შეხვედრა 2021 წლის 14 დეკემბერს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება.

მატჩი მიეძღვნება არგენტინელი ლეგენდის გარდაცვალების ერთი წლისთავს. გამარჯვებული მარადონას სახელობის თასს დაისაკუთრებს.

დიეგო მარადონას თავის კარიერაში „ბარსელონაში“ და „ბოკა ხუნიორსში“ უთამაშია. ის 2020 წლის 25 ნიემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.