ბარიერების დაძლევის კონკურსი დომანტას საბონისმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
2021 წლის „ოლ სტარი“ ბარიერების დაძლევის კონკურსით დაიწყო (Skills Challenge). ერთმანეთს რობერტ კოვინგტონი, ლუკა დონჩიჩი, კრის პოლი, დომანტას საბონისი, ჯულიუს რენდლი და ნიკოლა ვუჩევიჩი ეჯიბრებოდნენ.
საწყის ეტაპზე დომანტას საბონისმა ჯულიუს რენდლი დაამარცხა, ნიკოლა ვუჩევიჩმა კი რობერტ კოვინგტონს მოუგო. საბონისი და ვუჩევიჩი მეორე რაუნდში ისე გავიდნენ, რომ არაფერი აუცილებიათ.
ლიეტუველმა ლეგიონერმა ლუკა დონჩიჩი იოლად დაამარცხა. ვუჩევიჩმა კი კრის პოლს შედარებით დაძაბულ ბრძოლაში სძლია.
გადამწყვეტ რაუნდში გამარჯვებულის ბედი კვლავ სამქულიანმა ტყორცნამ გადაწყვიტა, რომელიც საბონისმა ვუჩევიჩზე სწრაფად გამოიყენა და ბარიერების დაძლევის კონკურსის გამარჯვებული გახდა.
Domantas Sabonis advances to the #TacoBellSkills challenge Finals!
All of #NBAAllStar in One Night LIVE NOW on TNT pic.twitter.com/NQ4m2NG5pW
— NBA (@NBA) March 8, 2021
Nikola Vucevic advances to the #TacoBellSkills challenge Finals!
All of #NBAAllStar in One Night LIVE NOW on TNT pic.twitter.com/4OImwNdMuU
— NBA (@NBA) March 8, 2021
🚨 GET TO TNT NOW TO WATCH ALL OF ALL-STAR IN ONE NIGHT! 🚨
Domantas Sabonis wins #TacoBellSkills by defeating Nikola Vucevic in the final round! pic.twitter.com/YwxJjZQxhc
— NBA (@NBA) March 8, 2021