ბახმა მოკრივეები დაამშვიდა - კრივი 2020 წლის ოლიმპიადაზე იქნება
ბახმა მოკრივეები დაამშვიდა - კრივი 2020 წლის ოლიმპიადაზე იქნება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია დაინტერესებულია 2020 წლის ოლიმპიადაზე კრივის ტურნირის ჩატარებით.

„ჩვენ გვინდა საკრივო ტურნირი ტოკიოს თამაშებზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ბახმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ლაპარაკია 2020 წელს ტოკიოში კრივის ტურნირის ჩატარების გეგმების შეჩერებაზე. ეს გადაწყვეტილება შეეხება იმ გამოძიებას, რომელიც სამოყვარულო კრივის ფედერაციის მიმართ მიმდინარეობს.