„ბაიერნში“ დაადასტურეს, რომ კლუბი სადიო მანეს იფორმებს #1TVSPORT
„ბაიერნში“ დაადასტურეს, რომ კლუბი სადიო მანეს იფორმებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა, რომ კლუბი გაიფორმებს „ლივერპულის“ ფორვარდს სადიო მანეს.

„დიახ, სადიო „ბაიერნში“ გადადის“, – განაცხადა სალიჰამიჯიჩმა Sky Sports-ის ეთერში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ 30 წლის სენეგალელის ტრანსფერის თანხა არ გადააჭარბებს 40 მილიონ ევროს.