„ბაიერნს“ მანეს გაყიდვა სურს - ის არ ჯდება ტუხელის სისტემაში #1TVSPORT
„ბაიერნს“ მანეს გაყიდვა სურს - ის არ ჯდება ტუხელის სისტემაში #1TVSPORT

„ბაიერნი“ აპირებს სადიო მანეს გაყიდვას, რადგან ფეხბურთელი არ შედის გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის გეგმებში.

„როგორც ჩანს და როგორც მე გავიგე, „ბაიერნი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ზაფხულში სადიო მანე თავიდან მოიშოროს.

თომას ტუხელს არ აქვს გეგმები მანესთან დაკავშირებით, რადგან ფეხბურთელი არ ჯდება მის სისტემაში. კლუბის შიგნით მანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ.

სენეგალელის ტრანსფერი შეცდომად მიიჩნიეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წელიწადში ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს უხდიან.

იმის გამო, რომ მისი თამაში იმედგაცრუებას იწვევს, კლუბში ხუმრობენ, რომ „ბაიერნმა“ მანეს ტყუპისცალი შეიძინა და არა ის, ვინც „ლივერპულში“ თამაშობდა“, – დაწერა „ტვიტერში“ Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა.