„ბაიერნმა“ ქაღალდის ბილეთების რეალიზაციაზე უარი თქვა #1TVSPORT
„ბაიერნმა“ ქაღალდის ბილეთების რეალიზაციაზე უარი თქვა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ მომავალი სეზონიდან უარს ამბობს ქაღალდისა და პლასტიკური ფორმის ბილეთების რეალიზაციაზე. ამასთან, გულშემატკივრებს, სურვილისამებრ შეეძლებათ სტადიონზე მისვლა როგორც ელექტრონული, ასევე ქაღალდის ბილეთებით, ოღონდ ის დამოუკიდებლად უნდა დაბეჭდონ. ამის შესახებ განაცხადა მიუნხენური კლუბის ფინანსურმა დირექტორმა იან-კრისტიან დრეზენმა.

„იმის გამო, რომ ეკოლოგიურობა, რესურსების შენარჩუნება და CO2-ის გამოყოფის შემცირება „ბაიერნის“ მთავარი ამოცანაა და ბილეთების გაყიდვის საკითხში გადავწყვიტეთ აღარ დავბეჭდოთ ისინი „ალიანც არენას“ საშინაო მატჩებზე.

გარდა ამისა, უარს ვამბობთ წელიწადში 350 ათასი ბეჭდური წერილის გაგზავნაზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ეს იქნება ჩვენი დიდი წვლილი კლიმატის დაცვასა და რესურსების შენარჩუნებაში“, – განაცხადა დრეზენმა.