„ბაიერნმა“ ლევანდოვსკიზე „ბარსელონას“ მესამე წინადადება უარყო, ფორვარდის სასტარტო ფასი 50 მილიონია #1TVSPORT
„ბაიერნმა“ ლევანდოვსკიზე „ბარსელონას“ მესამე წინადადება უარყო, ფორვარდის სასტარტო ფასი 50 მილიონია #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ უარყო „ბარსელონას“ მესამე წინადადება რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე.

გაზეთ „ბილდის“ ინფორმაციით, გერმანიის ჩემპიონმა უარი თქვა 33 წლის ფორვარდის 40+5 მილიონ ევროდ გაყიდვაზე.

„ბაიერნი“ ფეხბურთელის გასხვისებაზე მსჯელობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ მიიღებს შეთავაზებას 50 მილიონი ევროს ფარგლებში.

უფრო ადრე კატალონელებმა ჯერ 32+5 მილიონი ევრო შესთავაზეს „ბაიერნს“, შემდეგ 35+5 მილიონი. ორივე წინადადება გერმანელებმა უარყვეს.

გასულ სეზონში პოლონელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 50 მატჩში 46 გოლი გაიტანა.