მიუნხენის „ბაიერნი“ მიუახლოვდა „ნიუკასლისა“ და ინგლისის ნაკრების გარემარბის, ენტონი გორდონის შეძენას.
როგორც გამოცემა GiveMeSport-ი წერს, გერმანიის ჩემპიონმა შეთანხმებას მიაღწია 25 წლის ფეხბურთელთან. თუმცა კლუბები ვერ ახერხებენ მოლაპარაკებას ტრანსფერის თანხაზე. აღნიშნავენ, რომ „ნიუკასლი“ თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ფუნტს ითხოვს.
მიმდინარე სეზონში გორდონმა ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.