„ბაიერნმა“ და ალაბამ მესამედ ვერ შეძლეს მოლაპარაკება
„ბაიერნმა“ და ალაბამ მესამედ ვერ შეძლეს მოლაპარაკება

გერმანიის ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნმა“ ისევ ვერ შეძლო ახალ კონტრაქტზე მცველ დავიდ ალაბასთან მოლაპარაკება.

გასულ კვირას, ავსტრიელი ფეხბურთელის აგენტმა პინი ზაჰავიმ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა კლუბთან, მაგრამ მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმებამდე მისვლა. მიზეზი ის არის, რომ ალაბა ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვს და ამას „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა არ თანხმდება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ 28 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“ გამოთქვამენ.