„ბაიერნმა“ ჩავი სიმონსის ტრანსფერზე განაცხადი გააკეთა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ჩავი სიმონსი, შესაძლოა, ახალ სეზონში მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდეს.
გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, გერმანიის ჩემპიონმა განაცხადი გააკეთა 22 წლის სიმონსის ტრანსფერზე. თავად ფეხბურთელმა „ლაიპციგის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გუნდის შეცვლა სურს.
„ლაიპციგმა“ ჩავი სიმონსი 2025 წლის იანვარში, 1.5-წლიანი იჯარის შემდეგ 50 მილიონ ევროდ შეიძინა. გასულ სეზონში ნიდერლანდელის ანგარიშზე ბუნდესლიგის 25 მატჩში 10 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა იყო.