„ბაიერნმა“ 2021 წელს ყველაზე მეტი მაისური გაყიდა #1TVSPORT
„ბაიერნმა“ 2021 წელს ყველაზე მეტი მაისური გაყიდა #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) მიერ სერთიფიცირებულმა კომპანია Euromerica Sport Marketing-მა გაარკვია – 2021 წელს რომელმა ევროპულმა კლუბებმა გაყიდეს ყველაზე მეტი მაისური.

ლიდერი აღმოჩნდა გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ რომელმაც გასულ წელს 3.2 მილიონი მაისურის რეალიზება შეძლო. ამ მაჩვენებლით ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბაიერნი – 3,25 მლნ
  2. რეალი – 3,05 მლნ
  3. ლივერპული – 2,45 მლნ
  4. მანჩესტერ იუნაიტედი – 1,95 მლნ
  5. იუვენტუსი – 1,42 მლნ
  6. ბარსელონა – 1,34 მლნ
  7. ჩელსი – 1,31 მლნ
  8. დორტმუნდი – 1,222 მლნ
  9. პარი სენ-ჟერმენი – 1,18 მლნ

10. მანჩესტერ სიტი – 1,087 მლნ