„ბაიერნი“ შეიძლება სრული შემადგენლობით კარატინში გაუშვან
„ბაიერნი“ შეიძლება სრული შემადგენლობით კარატინში გაუშვან

კორონავირუსმა, შესაძლოა, კორექტივები შეიტანოს „ბაიერნის“ მზადებაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისთვის „ლაციოს“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ დაწერა ინტერნეტ-გამოცემა Sportschau-მ.

გერმანიის ჩემპიონი შეიძლება სრული შემადგენლობით გადავიდეს კარანტინში, რადგან გუნდში ინფიცირების რამდენიმე შემთხვევაა. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაავადნენ თომას მიულერი და ბენჟამენ პავარი.

შაბათს, „ბაიერნს“ ბუნდესლიგის მატჩი ელის სტუმრად „აინტრახტის“ წინააღმდეგ, 23 თებერვალს კი „ლაციოს“ შეხვდება.

წყარო აღნიშნავს, რომ მიუნხენის ჯანდაცვის ორგანოებს სრული უფლება აქვთ – გაუშვან „ბაიერნი“ სრული შემადგენლობით კარანტინში. ამჟამად, მიმდინარეობს შემოწმება.