„ბაიერნი“ სეზონის საუკეთესო გუნდია ESPN-ის ვერსიით #1TVSPORT
„ბაიერნი“ სეზონის საუკეთესო გუნდია ESPN-ის ვერსიით #1TVSPORT

ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა შეადგინა ამ მომენტისთვის ევროპის ტოპ-ლიგების საუკეთესო გუნდების სია.

პირველ რიგში, რეიტინგი ეფუძნება გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობას, ეროვნულ თასზე და ჩემპიონატში, ასევე ევროთასებზე შედეგებს. ამას ემატება გოლის მოლოდინის ინდექსის (xG) მაჩვენებელი. სიის შედგენისას იხელმძღვანელეს ბოლო ორი თვის შედეგებით.

საუკეთესო ოცეულში მოხვდნენ:

1. ბაიერნი, 2. არსენალი, 3. მანჩესტერ სიტი, 4. იუვენტუსი, 5. ლაიპციგი, 6. პსჟ, 7. ინტერი, 8. ბარსელონა, 9. ვილიარეალი, 10. რეალი, 11. ლიონი, 12. ბეტისი, 13. ჩელსი, 14. ლანსი, 15. ბოლონია, 16. დორტმუნდი, 17. ლილი, 18. ნოტინგემი, 19. ატლეტიკო, 20. მარსელი.