„ბაიერნი“ კეპა არისაბალაგას შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
„ბაიერნი“ კეპა არისაბალაგას შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესებულია ლონდონის „ჩელსის“ მეკარის, კეპა არისაბალაგას შეძენით, – იტყობინება Sport1-ის ვებგვერდი.

მიმდინარე ზაფხულში გერმანიის ჩემპიონმა „ინტერში“ გაყიდა იან ზომერი, ხოლო ალექსანდრ ნიუბელი იჯარით „შტუტგარტში“ გაუშვა. ამიტომაც მიუნხენურ კლუბს ახალი მეკარე ესაჭიროება. გუნდის პირველი ნომერი მანუელ ნოიერი აგრძელებს ტრავმის შემდეგ აღდგენას, ხოლო მეორე მეკარეზე, სვენ ულრაიხზე აქცენტის გაკეთება არ სურს გუნდის მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელს.

ტუხელი კეპას კარგად იცნობს „ჩელსიში“ მუშაობის პერიოდიდან. ჭორების თანახმად, პირველი მოლაპარაკებები „ბაიერნსა“ და ლონდონურ კლუბს შორის უკვე გაიმართა. გერმანიის ჩემპიონს სურს ესპანელი მეკარის იჯარით აყვანა შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით.