„ბაიერნი“ კეინის შემცვლელად ჰალანდს განიხილავს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, რომელიც უკვე ემზადება იმ მომენტისთვის, როცა გუნდს ჰარი კეინი დატოვებს. ეს ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა TEAMtalk-მა გაავრცელა.
წყაროს ინფორმაციით, გერმანიის ჩემპიონი იმედოვნებს, რომ კეინი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და გუნდში კიდევ ორი-სამი წელი დარჩება. ამასთან, „ბაიერნში“ აანალიზებენ ჰალანდთან დაკავშირებულ სიტუაციას – იმ შემთხვევისთვის, თუ ნორვეგიელის შესაძლო წასვლა „მანჩესტერ სიტიდან“ დაემთხვევა კეინის „ბაიერნიდან“ წასვლას.
ბავარიული კლუბის გარდა, ჰალანდის ტრანსფერზე პრეტენდენტები შეიძლება გახდნენ „რეალი“ და „ბარსელონა“. ვარაუდობენ, რომ ესპანური გრანდები უკვე 2027 წლის ზაფხულში განიხილავენ ჰალანდის გაფორმების ვარიანტს.