„ბაიერნი“ ჰალანდის ტრანსფერს სერიოზულად არ განიხილავს და ლევანდოვსკისთან კონტრაქტს აგრძელებს #1TVSPORT
„ბაიერნი“ ჰალანდის ტრანსფერს სერიოზულად არ განიხილავს და ლევანდოვსკისთან კონტრაქტს აგრძელებს #1TVSPORT

გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ აპირებს ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის შენარჩუნებას. გამოცემა Abendzeitung-ის მონაცემებით, მიუნხენელები მზად არიან 33 წლის პოლონელს შესთავაზონ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე. მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლამდეა ძალაში.

ამასთან, ირკვევა, რომ „დორტმუნდის“ ფორვარდ ერლინგ ჰალანდის კანდიდატურა სერიოზულად არ განხილულა „ბაიერნის“ ხელმძღვანელობის მხრიდან. საქმე ისაა, რომ ნორვეგიელი ფეხბურთელის ფასი ძალიან დიდია და ამას ემატება მაღალი ხელფასი. ასევე, მიუნხენელებს მიაჩნიათ, რომ ლევანდოვსკი კიდევ ოთხი წელი შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს.

მაგრამ პოლონელთან კონტრაქტის გაგრძელების მხრივ, სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას მის აგენტ პინი ზაჰავისთან დაკავშირებით. ზაჰავის კიდევ ერთმა კლიენტმა, დავიდ ალაბამ ვერ შეძლო „ბაიერნთან“ ხელფასზე შეთანხმება და ზაფხულში „რეალში“ გადავიდა.