„ბაიერნი“ ფლორიან ვირტცში 100 მილიონს იხდის #1TVSPORT

22:11, 23.11.2024

„ლევერკუზენის“ ნახევარმცველი ფლორიან ვირტცი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა.

ბუნდესლიგის მოქმედი ლიდერი მზად არის, გერმანიის მოქმედი ჩემპიონის ნახევარმცველში 90-100 მილიონი ევრო გადაიხადოს, ასევე გარიგებაში ჩართოს ბონუსები ან საკუთარი მოთამაშეები. ამის შესახებ იტყობინება Sky.

„ბაიერნის“ სპორტული დირექტორი მაქს ებერლი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ვირტცის წარმომადგენლებთან.

მსგავსი