„ბაიერნი“ დროებით მწვრთნელად სოლსკიაერს განიხილავს #1TVSPORT
„ბაიერნი“ დროებით მწვრთნელად სოლსკიაერს განიხილავს #1TVSPORT

ნორვეგიელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი შეიძლება „ბაიერნის“ დროებითი მწვრთნელი გახდეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა.

წყაროს ცნობით, მიუნხენელები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ დამრიგებელს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად განიხილავენ იმ შემთხვევისთვის, თუ უახლოეს დღეებში პოსტიდან დაითხოვენ თომას ტუხელს.

აღნიშნავენ, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობის პრიორიტეტად რჩება ტუხელის სეზონის ბოლომდე შენარჩუნება.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ გერმანიის ჩემპიონი დაინტერესებულია ზინედინ ზიდანის მიწვევით.