„ბაიერნი“ „დორტმუნდიდან“ ჯუდ ბელინგემის გადაბირებას გეგმავს #1TVSPORT

15:34, 15.12.2021
DORTMUND, GERMANY - DECEMBER 07: Jude Bellingham of Borussia Dortmund reacts during the UEFA Champions League group C match between Borussia Dortmund and Besiktas at Signal Iduna Park on December 07, 2021 in Dortmund, Germany. (Photo by Alex Grimm/Getty Images)

ინგლისის ნაკრებისა და „დორტმუნდის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს.

როგორც გაზეთი Bild წერს, ფეხბურთელით გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ ინტერესდება.

მიუნხენურ კლუბს ბელინგემის გაფორმება უახლოეს პერიოდში სურს. იმასაც აღნიშნავენ, რომ „დორტმუნდი“ წინააღმდეგია თავისი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში მთავარ კონკურენტს მიჰყიდოს.

ბელინგემის მოქმედი კონტრაქტი თავის ამჟამინდელ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ამ სეზონში ინგლისელმა 14 მატჩი ჩაატარა „დორტმუნდის“ შემადგენლობაში, ორი გოლი გაიტანა ხუთი შედეგიანო გადაცემა შეასრულა.

მსგავსი