„ბაიერნი“ დაცვის გასაძლიერებლად მარკ გეჰის გაფორმებას აპირებს #1TVSPORT
„ბაიერნი“ დაცვის გასაძლიერებლად მარკ გეჰის გაფორმებას აპირებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ „კრისტალ პალასიდან“ მარკ გეჰის ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა. Sky Sports-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, გერმანიის ჩემპიონი სერიოზულად გეგმავს დაცვის გაძლიერებას, ხოლო გუნდი სპორტული დირექტორი მაქს ებერლი გეჰის დიდი თაყვანისმცემელია.

„ბაიერნი“ ყურადღებით აკვირდება ლონდონური კლუბის თამაშს. როგორც ირკვევა, უკვე გაიმართა პირველადი მოლაპარაკებები ფეხბურთელის გარემოცვასთან. გერმანულ კლუბს გეგმაში აქვს მომავალი წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანოს ინგლისელი ფეხბურთელი.

მარკ გეჰისთვის ბრძოლაში „ბაიერნს“ შეიძლება კონკურენცია გაუწიოს „ლივერპულმა“, „ბარსელონამ“ და „რეალმა“.