„ბაიერნი“ არგენტინის ნაკრების ფორვარდით ინტერესდება #1TVSPORT
„ბაიერნი“ არგენტინის ნაკრების ფორვარდით ინტერესდება #1TVSPORT

გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ ინტერესს გამოხატავს არგენტინის ნაკრების ფორვარდის ხულიან ალვარესის მიმართ. ამის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ერნან კასტილიომ. 21 წლის ფეხბურთელი დღეს „რივერ პლეიტში“ თამაშობს.

წყაროს ცნობით, მიუნხენელებს კონკურენციას „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაუწევს. ინგლისელებმა უკვე მიმართეს წინადადებით სამხრეთამერიკელს. ამასთან, „ბაიერნის“ შემხვედრი წინადადების შემთხვევაში, ფავორიტი სწორედ გერმანიის ჩემპიონი იქნება.

ალვარესის კონტრაქტი „რივერ პლეიტთან“ 2022 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში. ფორვარდმა გასულ სეზონში 46 მატჩ ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.