„ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ კლუბმა გადაწყვიტა გააუქმოს კონტრაქტის გაგრძელებაზე წინადადება, რომლითაც თავის მცველს დავიდ ალაბას მიმართა.
„ძალიან კარგი და სამართლიანი წინადადებით მივმართეთ, განსაკუთრებით დღევანდელი რთული პერიოდის გათვალისწინებით. ბოლო შეხვედრაზე ალაბას აგენტს ვუთხარით, რომ გვინდოდა ოქტომბრის ბოლომდე პასუხის მიღება. უნდა გვქონდეს გეგმების დასახვის შესაძლებლობა. თუმცა, მისგან არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია. ჩვენი სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი დაუკავშირდა აგენტს და მან გვიპასუხა, რომ წინადადება ჯერ მიღებული არ არის. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ სრულად ვთქვათ უარი წინადადებაზე. ასე, რომ შეთავაზება აღარ იქნება“, – მოჰყავს ჰაინერის სიტყვები გერმანულ გამოცემა BR-ს.
„ბაიერნში“ ჩატარებული 393 მატჩით, ალაბა კლუბის ისტორიაში შესაბამის სიაში მე-17 ადგილზეა. ავსტრიელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება.