ბაჩანა არაბული - რამდენიმე გუნდიდან ოფიციალური შემოთავაზება მივიღე
ბაჩანა არაბული - რამდენიმე გუნდიდან ოფიციალური შემოთავაზება მივიღე

ბაჩანა არაბული “ბალზამუივაროშში” რჩება და სხვაგან გადასვლას არ აპირებს.

ასეთია 23 წლის ქართველი თავდამსხმელის პასუხი ბოლო დროს უნგრულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე, თითქოს, 23 წლის ქართველი თავდამსხმელი კლუბს იცვლის.

პირველმა არხმა არაბულს ჰკითხა, რომელი დიდი კლუბები დაინტერესდნენ ფეხბურთელით და ზამთარში სხვაგან გადასვლას ხომ არ აპირებს.

“ფაქტია, რომ ჩემს ტრანსფერზე უნგრეთში ბევრს ლაპარაკობენ – გუნდშიც და მედიაშიც. არ დავმალავ, რამდენიმე უნგრული გუნდიდან იყო ოფიციალური შემოთავაზება, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან. მაგრამ 90 პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ “ბალზამუივაროშში” ზაფხულამდე დავრჩები. ამ ეტაპზე ასე მირჩევნია, დაინტერესებულ კლუბებს კი ზაფხულში დაველაპარაკები” – ამბობს ბაჩანა არაბული პირველ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უნგრული გამოცემა csakfoci.hu წერდა, რომ ბაჩანა არაბულით რამდენიმე უცხოური კლუბი დაინტერესდა.