უნგრული მედია ქართველ ფეხბურთელზე - ბაჩანა არაბულს კარგი კლუბები იწვევენ
უნგრული მედია ქართველ ფეხბურთელზე - ბაჩანა არაბულს კარგი კლუბები იწვევენ

ბაჩანა არაბული ქართველი ფეხბურთელებში ის იშვიათი გამონაკლსია, რომელიც უცხოურ ლიგაში წარმატებულად თამაშობს.

ზაფხულში, უნგრეთის მთავარი ლიგის “ბალზამუივაროშში” გადასული 23 წლის თავდამსხმელი csakfoci.hu-მ მოთამაშე-სიურპრიზად მოიხსენია.

პოპულარული უნგრული გამოცემა ამტკიცებს, რომ 2018 წლის იანვრისთვის, არაბული უკეთესი ლიგის უკეთეს კლუბში მოხვდება.

“საინტერესოა, რამდენი ხნით აპირებს არაბული უნგრეთის ჩემპიონატში დარჩენას? ყევლასათვის უცნობმა თავდამსხმელმა უნგრეთის ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა, “ბალზამუივაროში” კი მეტოქეებს უფრო და უფრო მეტ პრობლემას უქმნის. გუნდის წინსვლაში დიდ როლს სწორედ ქართველი ახალწვეული თამაშობს – შევიტყვეთ, რომ მისით დიდი კლუბები დაინტერესდნენ და შესაძლოა, ზამთარში სხვაგან გადავიდეს”, – წერს გამოცემა.

შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი არაბულმაც გააკეთა.

„ამის შესახებ ჩემთან კონკრეტულად არავის არაფერი უთქვამს და შესაძლო ტრანსფერზე ბევრს ვერც ვილაპარაკებ. ახლა კი ჩემთვის მთავარია, გუნდს წინსვლაში დავეხმარო და ამით ვუპასუხო იმ ნდობას, რომელიც ზაფხულში გამომიცხადეს. ჩემი საკითხის განხილვას კი ზაფხულში დავუბრუნდებით, რადგან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე 1+1 სისტემით გავაფორმე”,- განაცხადა ბაჩანა არაბულმა.