„აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ბანკმა“ საქართველოს 45 მილიონი ევროს კრედიტი გამოუყო

10:50, 21.07.2020

„აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ბანკმა“ საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი გამოუყო.

როგორც ფინანსური ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანხა პანდემიის სოციალ-ეკონომიკური შედგების ლიკვიდაციას მოხმარდება.

აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, კონსტანტინ ლიმიტოვსკის განცხადებით, კრედიტი საქართველოს მთავრობას​ პანდემიაზე ეფექტურად რეაგირებისთვის გადაუდებელ ფინანსური საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს.

მსგავსი