აზერბაიჯანული მედია დაბომბვის შემდეგ ქალაქ განჯაში არსებული ვითარების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს

12:37, 04.10.2020

აზერბაიჯანული მედია ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს, რომლებზეც დაბომბვის შემდეგ აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში არსებული ვითარებაა ასახული.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია.

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ განჯას ბომბავენ.

https://www.youtube.com/watch?v=KmsEZhIkML8&feature=emb_logo

მსგავსი