აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის არმია ქალაქებს ტარტარსა და ჰორადიზს რაკეტებით ბომბავს
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის არმია ქალაქებს ტარტარსა და ჰორადიზს რაკეტებით ბომბავს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმია ქალაქ ხანკენდიდან ქალაქებს ტარტარსა და ჰორადიზს რაკეტებით ბომბავს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიის სამიზნე, სამხედრო პოზიციებთან ერთად, მშვიდობიანი მოსახლეობის განსახლების ადგილებიც გახდა.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, მტრის წინააღმდეგ ადეკვატური ზომები უკვე მიღებულია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურად ადასტურებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ განჯას ბომბავენ.