აზერბაიჯანში ოპოზიციონერი ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა
აზერბაიჯანში ოპოზიციონერი ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი, მეჰმან ჰუსეინოვი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ჰუსეინოვი, რომელმაც აზერბაიჯანში კორუფციაზე კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა, 2017 წელს დააკავეს და ცილისწამების ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ოპოზიციონერი ბლოგერის დაკავებას უფლებადამცველები აკრიტიკებდნენ. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მეჰმან ჰუსეინოვმა თქვა, რომ თავისუფალი მედიისთვის სამსახურს გააგრძელებს. ციხის თანამშრომელზე სავარაუდო თავდასხმისთვის, ჰუსეინოვს შესაძლოა, ახალი ბრალდება წაუყენონ და გასამართლების შემთხვევაში, შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება.

დატოვე კომენტარი