აზერბაიჯანში მიწისძვრებმა შესაძლოა ვულკანების გააქტიურებაზე გავლენა იქონიოს
აზერბაიჯანში მიწისძვრებმა შესაძლოა ვულკანების გააქტიურებაზე გავლენა იქონიოს

აზერბაიჯანში, შემახაში და ჩრდილოეთ გობუსტანში მომხდარმა ორმა მიწისძვრამ, შესაძლოა ვულკანების გააქტიურებაზე გავლენა იქონიოს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა „ტრენდს“ ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ადილ ალიევმა განუცხადა.

მეცნიერის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ექსპედიციის ორგანიზება უნდა მოხდეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 5 მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი 5-ბალიანი იყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის ბრძანება გასცა.

მიწისძვრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტიქიამ აზერბაიჯანის 14 სოფელი დააზარალა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.