აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი - ფინალურ ეტაპზე ყოველთვის ძლიერი გუნდები ხვდებიან #1TVSPORT
აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი - ფინალურ ეტაპზე ყოველთვის ძლიერი გუნდები ხვდებიან #1TVSPORT

აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალესიომ კომენტარი გააკეთა ევრო-2022-ის ფინალური ეტაპის გათამაშების წილისწყრაზე, სადაც მისი გუნდი ესპანეთის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებთან ერთად „დ“ ჯგუფში მოხვდა.

„ფინალურ ეტაპზე ყოველთვის ძლიერი გუნდები ხვდებიან. ამის გათვალისწინებით, აზრი არ აქვს ლაპარაკს იმაზე, რომელია სუსტი მეტოქე. ჩვეულებრივ ჯგუფში აღმოვჩნდით. სულაც არ ვგულისხმობ, რომ იოლი თამაშები გველის. პირიქით, ყველასთან რთული იქნება“, – ამბობს ხოსე ალესიო.

აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთი გამაორჩია:

„ესპანეთი არასასურველი კონკურენტია. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი კალათიდან ფავორიტი მაინც შეგვხვდებოდა. კარგად უნდა მოვემზადოთ, რადგან ტურნირზე ყველა გუნდი სათანადო ფორმაში იქნება და ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს. შანსები ყოველთვის არის. როდესაც გუნდები მოედანზე შედიან, მათი წარმატების შანსი თანაბარია“.

ფუტსალში ევრო 2022 წლის D ჯგუფში საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს აზერბაიჯანთან (22 იანვარი) გამართავს, შემდეგ – ესპანეთთან (26 იანვარი) და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (29 იანვარი). ჩვენი გუნდი ჯგუფის პირველ ორ თამაშს გრონინგენში ჩაატარებს.