ფუტსალი | ესპანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია - ევრო 2022-ის ფინალურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ფუტსალი | ესპანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია - ევრო 2022-ის ფინალურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

ნიდერლანდების ქალაქ ზეისტში ფუტსალის ევრო 2022-ის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდნენ.

საქართველო მოხვდა „დ“ ჯგუფში, სადაც ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები იქნებიან ბოსნია, ესპანეთი და აზერბაიჯანი.

ა ჯგუფი

ნიდერლანდები, სერბეთი, უკრაინა, პორტუგალია

ბ ჯგუფი

ყაზახეთი, იტალია, სლოვენია, ფინეთი

ც ჯგუფი

რუსეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია

დ ჯგუფი

საქართველო, ესპანეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და არსებობის ისტორიაში პირველად კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის უძლიერეს ნაკრებთა შორის მოხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საფრანგეთთან მოგებით (3:2) გაინაღდა.

ფუტსალში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდები უმასპინძლებს. შეხვედრები ამსტერდამის „ზიგო დომეს“ და გრონინგენის „მარტინიპლაზას“ დარბაზებში გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს კონტინენტის 16 უძლიერესი ნაკრები დაუპირისპირდება.

ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება ამსტერდამსა და გრონინგენში. პლეი ოფის მატჩებს ამსტერდამის „ზიგო დომე“ უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები, ისევ როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფინეთი და სლოვაკეთი ფინალური ეტაპის დებიუტანტები არიან.

თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში ორი საუკეთესო გუნდი გავა.