აზაროვმა „შახტარში“ სადებიუტო შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გოჩოლეიშვილი მოედნიდან გააძევეს #1TVSPORT
აზაროვმა „შახტარში“ სადებიუტო შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გოჩოლეიშვილი მოედნიდან გააძევეს #1TVSPORT

ირაკლი აზაროვმა სადებიუტო თამაში ჩაატარა დონეცკის „შახტარში“, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში კოვალივკასკოლოსს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

აზაროვმა პირველივე შეხვედრა „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. დონეცკელთა დაცვის ორივე ფლანგზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ითამაშეს – მარცხნივ აზაროვმა, ხოლო მარჯვნივ – გიორგი გოჩოლეიშვილმა.

გიორგისთვის ეს წარმატებული თამაში არ იყო: 37-ე წუთზე მეტოქესთან უხეშობის გამო არბიტრმა გოჩოლეიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ მომენტის გადამოწმების შემდეგ „შახტარის“ ქართველი ლეგიონერი მოედნიდან გააძევა და დონეცკელები კაცნაკლულნი დარჩნენ. ამ დროისთვის „შახტარი“ 1:0-ის იგებდა, შესვენებამდე მეორე ბურთიც გაიტანა და ეს უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა.

ხუთი ტურის შემდეგ 11 ქულით „შახტარი“ გათამაშების ლიდერი გახდა.