ავსტრიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ავსტრიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი ულოცავს. შესაბამის ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი, არად ბენკო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. ავსტრიელი დიპლომატი წერილის ასლსაც აქვეყნებს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ მოგილოცოთ. პატივით ვიყენებ ამ შესაძლებლობას, გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები თქვენი პირადი წარმატების, ასევე საქართველოს ბედნიერი და მშვიდობიანი მომავლისთვის“, – აღნიშნულია ავსტრიის პრეზიდენტის წერილში.

დატოვე კომენტარი