ავსტრალიის ღიაზე არავაქცინირებული ჩოგბურთელებისთვის არანაირი შეღავათი არ იქნება #1TVSPORT
ავსტრალიის ღიაზე არავაქცინირებული ჩოგბურთელებისთვის არანაირი შეღავათი არ იქნება #1TVSPORT

ვიქტორიას შტატის პრემიერ-მინისტრმა, დანიელ ენდრიუსმა განაცხადა, რომ არავაქცინირებულ მოთამაშეებს, რომლებიც ავსტრალიის ღია პირველობაზე აპირებენ გამოსვლას, არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ კორონავირუსის რეგლამენტთან დაკავშირებით შეღავათი მიეცემათ. მან თქვა, რომ გამონაკლისს არ დაუშვებენ ისეთ მოთამაშეებზეც კი, როგორიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც არაერთხელ განაცხადა უარი გაემჟღავნებინა თავისი სტატუსი ვაქცინაციაზე.

„მინდა, ვაცნობო ვიქტორიას შტატის მოსახლეობას, რომ ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს გამონაკლისს არავაქცინირებული მოთამაშეებისთვის. არ მიმაჩნია მართებულად, მოვთხოვოთ გულშემატკივრებსა და ტურნირის მომსახურე პერსონალს ვაქცინაცია, როცა თავად ჩოგბურთელები ამბობენ ამაზე უარს. შეიძლება ითქვას, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია“, – მოჰყავს ენდრიუსის სიტყვები გაზეთ „გარდიანს“.

ავსტრალიის ღია პირველობა 2022 წლის 17-30 იანვარს, ვიქტორიას შტატის დედაქალაქ მელბურნში გაიმართება.