ავსტრალიის ღიას ფინალში რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ითამაშებენ
ავსტრალიის ღიას ფინალში რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ითამაშებენ

ავსტრალიის ღიას მამაკაცთა ტურნირის მეორე ფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. სერბი ესპანელ რაფაელ ნადალს არ ჩამორჩა და მანაც ძალიან იოლად მოიპოვა ფინალის საგზური – საათსა და 24 წუთში გაანადგურა ფრანგი ლუკ პუიე – 6:0, 6:2, 6:2.

ჯოკოვიჩმა პრაქტიკულად იდეალური ჩოგბურთი აჩვენა – ექვსი ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 84 პროცენტი აიღო, მეორე მოწოდებით – 85 პროცენტი, 24 „ვინერსი“ მიითვალა და მხოლოდ 5 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა. აგრეთვე, მან 12 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, შვიდი გამოიყენა და მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა.

ჯოკოვიჩი ფინალში ნადალს შეხვდება და კარიერში მე-15 „დიდი სლემის“ მოგებას შეეცდება. ესპანელს „დიდ სლემზე“ 17 ტიტული აქვს მოგებული.