ავსტრალიის ღია - IX დღე - ქალთა ტურნირს სენსაციური ნახევარფინალისტი ჰყავს
ავსტრალიის ღია - IX დღე - ქალთა ტურნირს სენსაციური ნახევარფინალისტი ჰყავს

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. გრძელდება ამერიკელი დანიელ კოლინზის სენსაციური გამოსვლა მელბურნში. მერვედფინალში ანჟელიკ კერბერის განადგურების შემდეგ, მსოფლიოს 35-ე ჩოგანმა სამ სეტში მოუგო რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას – 2:6, 7:5, 6:1. მატჩი ორი საათი და 19 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში კოლინზს არ წაუვიდა თამაში საკუთარ მოწოდებაზე და სამჯერ დათმო თავისი გეიმი. ამერიკელმა თამაშში გარდატეხა მეორე სეტიდან შეიტანა. მართალია, პირველ ჯერზე სეტზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ მეორე ცდაზე მოახერხა ეს და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე პარტიაში პავლიუჩენკოვა უშანსოდ იყო. პირველმა ხუთმა გეიმმა ისე ჩაიარა, რომ რუსმა მხოლოდ სამი ქულის აღება შეძლო და 1:6 განადგურდა.

ნახევარფინალში კოლინზის მეტოქე ავსტრალიელი ეშლი ბარტისა და ჩეხი პეტრა კვიტოვას მატჩში გაირკვევა.