ავსტრალიის ღია - ფინალში კენინი და მუგურუსა ითამაშებენ
ავსტრალიის ღია - ფინალში კენინი და მუგურუსა ითამაშებენ

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის მეორე ნახევარფინალი ესპანელ გარბინე მუგურუსასა და რუმინელ სიმონა ჰალეპს შორის ძალიან დაძაბული გამოვიდა. ორი საათი და შვიდი წუთი ბრძოლის შემდეგ, მუგურუსამ ორ სეტში ანგარიშით 7:6(8), 7:5 მოიგო.

პირველ სეტში ესპანელი ბრეიკით იგებდა, მაგრამ სეტზე ვერ ჩააწოდა. შემდეგ ჰალეპს ჰქონდა მე-12 გეიმში ორი სეტბოლი, მაგრამ ვერ გამოიყენა. ძალიან დაძაბულ ტაი-ბრეიკზე ჯერ ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა მუგურუსამ, შემდეგ ჰალეპმა ორი ანალოგიური შანსი გაუშვა ხელიდან. საბოლოოდ, მესამე ცდაზე ესპანელმა შეძლო სეტბოლის გამოყენება და პირველი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ჰალეპმა მეორე სეტშიც რამდენიმე კარგი შანსი გაუშვა ხელიდან. რუმინელი ორჯერ იგებდა ბრეიკით, ანგარიშით 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ესპანელმა ორი უკუბრეიკი შეასრულა. საბოლოოდ, მუგურუსამ ანგარიშით 3:5-დან ზედიზედ ოთხი გეიმის მოგება შეძლო და ავსტრალიის ღიას ფინალში გააღწია.

ესპანელი კარიერაში პირველად ითამაშებს ავსტრალიის ღიას ფინალში. მისი მეტოქე ამერიკელი სოფია კენინი იქნება.