ავიაკომპანია „სქაიაფი“ აცხადებს, რომ ოდესიდან ქუთაისში პირდაპირი რეისი დაინიშნა

13:15, 17.03.2019

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის „სქაიაფის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოდესიდან ქუთაისში პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა.

როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული, ქუთაისის მიმართულების რეისზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ოდესიდან ქუთაისში პირველი ფრენა 4 ივნისს შესრულდება.

ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავი ქუთაისის მიმართულებით კვირაში ერთხელ იფრენს.

მსგავსი