ავიაკომპანია „ბელავია“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის
ავიაკომპანია „ბელავია“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ​ბელარუსული ავიაკომპანია „ბელავია“ (Belavia) ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. კერძოდ, მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ორი სიხშირე (ოთხშაბათი და კვირა) მიმდინარე წლის ორი ოქტომბრიდან დაემატება.

ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 23 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში 9 სიხშირით შესრულდება. ავიარეისები Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „ბელავიას“ გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიენიჭა. სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია განიხილავს ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში გაზრდილი სიხშირით ოპერირების შესაძლებლობასაც.