AusOpen 2018 - 15 წლის უკრაინელი მესამე რაუნდშია
AusOpen 2018 - 15 წლის უკრაინელი მესამე რაუნდშია

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე დაიწყო. მესამე სათამაშო დღე  უკრაინელი ქალი ჩოგბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა – მათ სამიდან სამი მატჩი მოიგეს და მესამე წრეში გავიდნენ. მათგან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მარტა კოსტიუკის გამოსვლა. 15 (!) წლის ჩოგბურთელმა ოლივია როგოვსკა დაამარცხა და “დიდი სლემის” ტურნირებზე მესამე წრის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა 1997 წლის შემდეგ.

დღის სასწაულის ავტორი გახდა კაროლინ ვოზნიაცკი. მეორე ნომრად განთესილი დანიელი მსოფლიოს 119-ე ჩოგანთან, ხორვატ იან ფეტთან 1:5-ს და 15:40-ს აგებდა მესამე სეტში, მაგრამ ორი მატჩბოლი მოიგერია, ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და მესამე წრეში გააღწია.

პირველ წრეში ვინუს უილიამსის მძლეველი ბელინდა ბენჩიჩი მოულოდნელად განადგურდა ლუკსიკა კუმხუმთან მატჩში – 1:6, 3:6. ტაილანდელი კარიერაში პირველად გავიდა “დიდი სლემის” ტურნირების მესამე წრეში.

უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
ვოზნიაცკი (დან, 2)-ფეტი (ხორ) 6:3, 2:6, 7:5
სვიტოლინა (უკრ, 4)-სინიაკოვა (ჩეხ) 4:6, 6:2, 6:1
ლინეტი (პოლ)-კასატკინა (რუს, 22) 7:6(4), 6:2
ბონდარენკო (უკრ)-პალიუჩენკოვა (რუს, 15) 6:2, 6:3
კუმხუმი (ტაი)-ბენჩიჩი (შვეიც) 6:1, 6:3
რიბარიკოვა (სლოვაკ, 19)-ფლიპკენსი (ბელ) 6:4, 0:6, 6:2
მარტიჩი (ხორ)-ბეგუ (რუმ) 6:4, 7:6(3)
ალერტოვა (ჩეხ)-ს. ჟანგი (ჩინ) 6:4, 7:6(5)
კოსტიუკი (უკრ)-როგოვსკა (ავსტრა) 6:3, 7:5

დატოვე კომენტარი