აუდიტის სამსახური – „აეროპორტების გაერთიანებას“ უმოქმედო აეროპორტების განვითარების კონცეფცია არ აქვს

22:25, 15.03.2019

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ამ ეტაპზე არ აქვს რამე სახის კონცეფცია უმოქმედო აეროპორტების განვითარების მიმართულებით და კომპანიის საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ მოქმედი სამოქალაქო აეროპორტების მართვით და განვითარებით, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, „აეროპორტების გაერთიანების“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების განვითარების ერთიანი გეგმის შემუშავებაა.

„კომპანიის საკუთრებაშია, როგორც მოქმედი აეროპორტების (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, მესტია, ამბროლაური), ასევე რამდენიმე უმოქმედო აეროპორტების-აეროდრომების (ზუგდიდი, ფოთი) აქტივები“, – წერია აუდიტის ანგარიშში.

მსგავსი