„ატლეტიკო“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ცხრა ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ ცხრა ფეხბურთელი გავიდა.
არგენტინის ნაკრებში ესპანური კლუბიდან მოედანზე გასვლა შეუძლიათ მეკარე ხუან მუსოს, მცველს ნუელ მოლინას და ფორვარდებს – ხულიან ალვარესს, ჯულიანო სიმეონესა და ტიაგო ალმადას. ესპანეთის ნაკრებში „ატლეტიკოს“ წარმოადგენენ მცველები მარკ პუბილი, მარკოს ლორენტე, ალეხანდრო გრიმალდო და ფორვარდი ალექს ბაენა.
ფინალი ესპანეთსა და არგენტინას შორის 19 ივლისს გაიმართება. დაწყების დრო – 23 საათი.