„ასტონ ვილას“ 21 წლის ფორვარდი „ალ-ნასრში“ 90 მილიონად გადავიდა #1TVSPORT
კოლუმბიელი ფორვარდი ჯონ დურანი საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ გადავიდა.
საუდელებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს „ასტონ ვილასთან“ 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე. ინგლისური კლუბი ფორვარდის სანაცვლოდ 77 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 13 მილიონი დაემატება.
უფრო ადრე წერდნენ, რომ „ალ-ნასრმა“, რომელშიც კრიშტიანო რონალდო თამაშობს, დურანთან ხუთწლინახევრიანი კონტრაქტი შეათანხმა.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჯონ დურანმა 20 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.