აშშ თურქეთს გადაურჩა - მეოთხე დღის შედეგები | ჩინეთი 2019 [ვიდეო]
აშშ თურქეთს გადაურჩა - მეოთხე დღის შედეგები | ჩინეთი 2019 [ვიდეო]

ჩინეთში მიმდინარე კალათბურთის მსოფლიო თასის მესამე დღეს მაყურებელმა ერთი სენსაცია იხილა და მეორესთანაც ახლოს იყო, თუმცა აშშ-მ მოახერხა და დამატებითი დროის ბოლო წამებზე თურქეთი ანგარიშით 93:92 დაამარცხა. არადა, შეხვედრის დასრულებამდე ცხრა წამი რჩებოდა, როდესაც ამერიკელებმა წესი დაარღვიეს და დოგუს ბალბაიმ ორი საჯარიმო სროლის უფლება მოიპოვა. თურქებისთვის სამწუხაროდ, ბალბაიმ ვერცერთი ვერ გამოიყენა. ბოლო წამებზე თავად თურქები დაჯარიმდნენ, კრის მიდლტონმა მეტოქის შეცდომა არ გაიმეორა, ორიდან ორი სროლა გამოიყენა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.

იორდანია საფრანგეთთან დიდი ანგარიშით (103:64) დამარცხდა. ფრანგებს შორის რუდი გობერტი საუკეთესო იყო, რომელმაც 19 ქულას რვა შედეგიანი გადაცემა დაუმატა.

საინტერესო გამოდგა ბრაზილიისა და საბერძნეთის დაპირისპირება, რომელშიც სამხრეთამერიკელებმა ერთქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:78 გაიმარჯვეს.  ბერძნებმა ვერაფრით შეაჩერეს ანდერსონ ვარეჟაო, რომელიც საკუთარ გუნდს 22 ქულით, ცხრა მოხსნით, ორი შედეგიანი გადაცემით და ერთი ჩაჭრით დაეხმარა.

ლიეტუვამ კანადა ანგარიშით 92:69 გაანადგურა.