პირველი ხმაურიანი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე - გერმანია დომინიკელთა რესპუბლიკასთან დამარცხდა
პირველი ხმაურიანი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე - გერმანია დომინიკელთა რესპუბლიკასთან დამარცხდა
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა.
G ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში გერმანია დომინიკელთა რესპუბლიკის გუნდს დაუპირისპირდა. ბუნდესნაკრები შეხვედრამდე გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი 2 ქულის სხვაობით, ანგარიშით 68:70 დათმო.
შედეგად, გერმანელებმა ფაქტობრივად დაკარგეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო 17 ქულით ვიქტორ ლიზი გამოდგა. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ელოი ვარგასმა. გერმანელებს შორის საუკეთესო 20 ქულით დენის შროდერი გამოდგა.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩი 16:30 წუთზე გაიმართება. საფრანგეთი მეორე გამარჯვების მოპოვებას იორდანიასთან მატჩში შეეცდება.
უკანასკნელ მესამე ტურში კი გერმანია იორდანიას დაუპირისპირდება, ხოლო დომინიკის რესპუბლიკის გუნდი საფრანგეთს შეხვდება.