აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 91 248 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 91 248 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

​აშშ-ში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა ცხრა მილიონს გადააჭარბა. ქვეყანა ვირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

ამასთან, აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი – 91 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსს 1 000-ზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა. სულ ეპიდემიას 229 293 პაციენტი ემსხვერპლა.

ქვეყნის 21 შტატში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული პაციენტების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.